საზოგადოება
14.07.2023 11:21
გორის მერმა მრავალბინიანი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა და იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოასფალტებასთან ერთად, ეზოებში, საჭიროებიდან გამომდინარე, კომუნიკაციებიც (სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემები) იცვლება.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერია 100 %-ით აფინანსებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წამოსულმა მოთხოვნამ განაპირობა, ხოლო პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი სარეაბილიტაციო ობიექტების დაზიანების ხარისხს ენიჭება.

ეზოების რეაბილიტაცია გორში მომავალშიც გაგრძელდება და  ეტაპობრივად განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები