საზოგადოება
13.07.2023 16:05
იტალიური ენის მასწავლებლები საგნობრივ გამოცდას ჩააბარებენ - საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება

იტალიური ენის მასწავლებლები 2023 წლიდან საგნობრივი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლიდან „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა აქვთ.

იტალიური ენის საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება - პროცესს ადმინისტრირებას კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

შეგახსენებთ, იტალიური ენის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება, საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს ძალისხმევით და ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მინერვასთან“ თანამშრომლობით დაიწყო.

კვირის ამბები