ხვალ, 14 ივლისს, განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დანახვისში ლაშქრობა მოეწყობა. საფეხმავლო ტურში მონაწილეობა 14 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მონაწილეები 09:00-ზე „ტონთიოს“ შენობაში (გორიჯვრის ქ. №26) შეიკრიბებიან.
„მარშრუტი - გორიდან დანახვისის მთამდე (გორიდან ატენამდე ე. წ. ჭეჭელაანთუბნამდე ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია). მონაწილეები სასურველია შეიმოსონ და აღიჭურვონ შესაბამისად (თან იქონიონ მაღალყელიანი ფეხსაცმელი, საწვიმარი და საკვები)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.