საზოგადოება
13.07.2023 14:22
გზებზე მანქანების გამონაბოლქვი 4 სექტემბრიდან გაკონტროლდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 4 სექტემბრიდან დაიწყებს, -„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

კოდექსის თანახმად, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.

რაც შეეხება ფულადი სანქციების ოდენობას, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში კი – 600 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1 500 ლარით, ხოლო დამატებით განმეორების შემთხვევაში – 3 000 ლარით.

კანონის ამოქმედების პირველ ეტაპზე კონტროლი განხორციელდება ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.

კვირის ამბები