საზოგადოება
13.07.2023 14:02
ფხვენისის საჯარო სკოლა გერმანული ენის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა უცხოური ენის - გერმანულის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 8-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას     V, VIII, IX, X  კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს გამოხმაურების ვადა 25 აგვისტოს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

 

 

 

კვირის ამბები