გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, 13 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, პარალელურად, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.
13-დან 20 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +28-29 გრადუსს მიაღწევს, 20 ივლისს ტემპერატურა +31 გრადუსამდე გაიზრდება, 21 ივლისს ნავარაუდევია +33 გრადუსი, 22 ივლისს კი ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს.