საზოგადოება
10.02.2020 18:36
სოფელ ხიდისთავში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხოციელდება

სოფელ ხიდისთავის გზის 502 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 304 345 ლარი დაიხარჯება. საავტომობილო გზის აღნიშნული ნაწილი სასაფლაოსკენ მიემართება და სოფლის მთავარ გზას სწორედ სასაფლაოს მისასვლელთან აკავშირებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის მიხედვით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სავალი ნაწილის ასფალტირება განხორციელდება, მოეწყობა გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული პერიმეტრზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა.

ამ დროისთვის, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.

კვირის ამბები