საზოგადოება
13.07.2023 11:24
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, გორში სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, გორში სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები  ქალაქის ცენტრალური გამზირის, მასზე არსებული შენობების და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხორციელდება კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, იცვლება შენობების კარ-ფანჯრები და ხორციელდება დათბუნება,

მიმდინარეობს ასევე ტროტუარების, ქუჩის განათების და გამწვანების ზოლების მოწყობა.

ცნობისთვის, სამუშაოები თავდაპირველად, მასშტაბური პროექტის დაწყებისას, სამუშაოები დაიყო სამ ეტაპად. პირველი ეტაპის სამუშაოებმა მოიცვა 12 შენობის რეაბილიტაცია, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში რეაბილიტირდა 15 შენობა. ამჟამად კი, მიმდინარეობს მესამე ეტაპის სამუშაოები.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.

კვირის ამბები