საზოგადოება
12.07.2023 15:49
გორის №7 საჯარო სკოლა ისტორიის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - ქალაქ გორის №7 საჯარო სკოლა ისტორიის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია კვირაში 18-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V, VI, IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 477-548 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 23 ივლისს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 4 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები