საზოგადოება
12.07.2023 15:17
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში პატრონიან ძაღლებზე და კატებზე მომსახურება ფასიანი გახდა

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში პატრონიან ძაღლებზე და კატებზე მომსახურება ფასიანი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

რაც შეეხება მიუსაფარ ცხოველებს, სააგენტოს ცნობით, მათ სტერილიზაცია/კასტრაცია და ცოფზე ვაქცინაცია კვლავ უფასოდ ჩაუტარდება.

„შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ივლისიდან გადავიდა ფასიან მომსახურეობაზე. ცვლილება პატრონიან ძაღლებს და კატებს შეეხება. სააგენტო სტერილიზაცია/კასტრაციას და ცოფზე ვაქცინაციას მიუსაფარ ცხოველებს კვლავ უფასოდ ჩაუტარებს. სააგენტოში მუშაობენ გამოცდილი ვეტერინარები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„გორის მაცნესთან“ სააგენტოს დირექტორმა ბექა გიუნაშვილმა განაცხადა, რომ ა(ა)იპ-ს აქვს საკუთარი შემოსავლების ზრდის უფლება. ცვლილებების შედეგად კი მომსახურე პერსონალის ყოველთვიური ანაზღაურება გაიზრდება.

კვირის ამბები