გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოსთან არსებული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორი“ ესპანეთში გამართულ სხვადასხვა ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობს.
გორელი ხელოვანები ქალაქ მურსიაში დაგეგმილ ღონისძიებებზე საკუთარ შემოქმედებას წარადგენენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანსამბლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში გამართულ 11 კონცერტში უკვე მონაწილეობდა და განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა.
„გორელი ხელოვანები ესპანეთის ქალაქ მურსიაში დაგეგმილ კიდევ რამდენიმე კონცერტზე წარადგენენ საკუთარ შემოქმედებას. აღნიშნულ საერთაშორისო ფესტივალებზე ანსამბლის ყველა გამოსვლამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება