საზოგადოება
12.07.2023 11:00
ამ დროისთვის გორის საგამოცდო ცენტრში 452 აპლიკანტი ცდილობს უცხო ენაში საკუთარი ცოდნის გამოვლენას
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის - ინგლისურისბოლო გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 452 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის გამოვლენას. საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 463 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 11 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და აბიტურიენტებთან ერთად, გრანტის გაუმჯობესების მსურველ 127 სტუდენტს ველოდებით. მათთან ერთად რუსულ ენას 51 აპლიკანტი გერმანულს კი 2 აბიტურიენტი აბარებს“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
კვირის ამბები