საზოგადოება
12.07.2023 11:53
გორელმა ახალგაზრდებმა „Erasmus +“-ის ის პროგრამის ფარგლებში ორკვირიანი სასწავლო კურსი პოლონეთში გაიარეს
გორელმა ახალგაზრდებმა „Erasmus +“-ის ის პროგრამის ფარგლებში ორკვირიანი სასწავლო კურსი პოლონეთში გაიარეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ტრენინგ კურსის მიზანი მონაწილეების პიროვნული განვითარების მხარდაჭერა, ახალგაზრდების სამუშაო კომპეტენციების ამაღლება და ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება იყო.

„პროექტის მონაწილეები ორი კვირით გაემგზავრნენ პოლონეთში ტრენინგზე - „Back to the Roots“. აღნიშნულ სასწავლო კურსს ესწრებოდნენ ექვსი ქვეყნის - საქართველო, სერბეთი, იტალია, ესპანეთი, უკრაინა და პოლონეთი - ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტი ერასმუს + პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით გახორციელდა“, - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები