საზოგადოება
11.07.2023 16:18
„გარდაქმნა“ - ხელოვნების სახლი გურამ წიბახაშვილის და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
„გარდაქმნა“ - ასე ეწოდება გამოფენას, რომელსაც ხელოვნების სახლი მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში მისული დამთვალიერებელი გურამ წიბახაშვილის და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრებს გაეცნობა, სადაც საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმაა ასახული.

„დღესდღეობით საბჭოთა მემკვიდრეობის შესწავლა და გააზრება სხვადასხვა გზით ხდება. გამოფენის ავტორები წარსულის გადაფასებას ვიზუალური ენის მეშვეობით ახერხებენ. საბჭოთა კერპების, ფორმების, არსებული იდეალების დაშლითა და გადაწერით, შერეული ტექნიკისთვის და პოპ-არტისთვის დამახასიათებელი მხატვრული აქცენტით, სრულიად ახალ ნამუშევრებს ქმნიან“, - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საგამოფენო სივრცეში მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პროექტი „Art House 20 23“ ხორციელდება “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
კვირის ამბები