საზოგადოება
11.07.2023 16:07
გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - მერია

გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ხორციელდება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე სასმელი წყლის სისტემების, სპორტული მოედნების, სკვერების და სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა.

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად გაეცნო.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტების ჩამონათვალს, ამ დროისთვის შესაბამისი სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე  მიმდინარეობს:

სასმელი წყლის სისტემის მოწყობა ახალსოფელში;

გზის რეაბილიტაცია სობისში;

გზის რეაბილიტაცია ქიწნისში;

სასმელი წყლის მოწყობა ტყვიავში;

სადაწნეო კოშკის მოწყობა პატარა მეჯვრისხევში (სასმელი წყლის სისტემის ნაწილი);

სკვერის მოწყობა დიცში;

სპორტული მოედნის მოწყობა კარბში;

გარე  მოხმარების სპორტული მოწყობილობების მონტაჟი დიდ გარეჯვარში (ტრენაჟრები);

სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

სპორტული მოედნის მოწყობა უფლისციხეში;

სპორტული მოედნის მოწყობა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში;

სკვერის მოწყობა ფლავისმანში.

 

კვირის ამბები