საზოგადოება
11.07.2023 13:22
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ყაზახეთის დელეგაციას უმასპინძლა, მხარეები მჭიდრო თანამშრობლობაზე შეთანხმდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ყაზახეთის დელეგაციას უმასპინძლა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ყაზახეთის დამსახურებულ მწვრთნელს ნურგაზ ჟარილგაპოვს, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონ სერიკ საპიევს და უცხოური დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძამის დაცული ლანდშაპტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან თამაზ მაყაშვილთან ერთად, ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ყაზახეთის ქალაქ ყარაღანდასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ყაზახეთის წარმომადგენლები გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს დაესწრნენ.

 

კვირის ამბები