საზოგადოება
11.07.2023 12:42
გორელი მასწავლებელი გიორგი ცერაძე ინტერაქტიული ცოდნის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

გორელი მასწავლებელი გიორგი ცერაძე ინტერაქტიული ცოდნის გაცვლითი პროგრამის მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი, რომელიც  კულტურულ კვლევას, ცოდნის გაზიარებას და სოფლის ტურიზმს აერთიანებს, ინდოეთში განხორციელდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიება 25 ივლისს დაიწყება და 31 ივლისამდე გაგრძელდება. მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ ცოდნას გაუზიარებენ. გარდა ამისა, გაეცნობიან ინდოეთის კულტურას.

„23 ივლისს მივემგზავრებით. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მხოლოდ მე შემარჩიეს. არაერთ საერთაშორისო პროექტში ვარ ჩართული და ვფიქრობ, ჩემმა გამოცდილებამ განაპირობა ჩემი გამარჯვებაც. ძალიან მეხმარება გორის მუნიციპალიტეტის მერია, რისთვისაც მადლობა მათ“, - განაცხადა გიორგი ცერაძემ.

 

კვირის ამბები