საზოგადოება
11.07.2023 12:24
ქუთაისის აეროპორტი, სადაც უამინდობის გამო მიყენებული ზიანის შედეგად ფრენები შეჩერებული იყო, ოპერირების გეგმურ რეჟიმს დაუბრუნდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმს გამთენიისას დაუბრუნდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული განცხადებით, ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება.

,,აეროპორტის შესაბამის სამსახურებს 07:00 საათამდე მიეცათ დრო, ჩაეტარებინათ ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ ოპერირების გეგმურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმური მიღება დილით, 04:00 საათიდან დაიწყო, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე. უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი, შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, აეროპორტის ოპერირების შეჩერება ინტენსიურმა წვიმამ და უხვი ნალექის შედეგად მიყენებულმა ზიანმა გამოიწვია.

კვირის ამბები