საზოგადოება
11.07.2023 11:43
საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა - თინათინ გვერდწითელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის - ინგლისურის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 451 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 15 არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და 460 აბიტურიენტს ველოდებით. ინგლისური ენის ბოლო გამოცდა ხვალ 12 ივლისს, დილის სესიაზეა ჩანიშნული.  მეორე სესია კი, რუსული და გერმანული ენების ტესტებზე მუშაობას დაეთმობა. გარდა ამისა, საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან გრანტის გაუმჯობესების მსურველი სტუდენტებიც“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

კვირის ამბები