სპორტი
10.02.2020 16:10
ჭაბუკთა 7 მედალი ქვეყნის ჩემპიონატიდან
8-9 თებერვალს, ზესტაფონში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ჭაბუკთა შორის  გორელმა ძიუდოისტებმა 7 სხვადასხვა სინჯის მედალი დაისაკუთრეს.
შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ: ალეკო ჯანეზაშვილი (50 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა) და გიორგი მარმალიძე (81 კგ. კლუბი ,,გორიჯვარი"); 
მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ტერაშვილი (73 კგ. კლუბი ,,გორიჯვარი"); 
მესამე ადგილებზე  კი გიორგი ინაშვილი (50კგ), ჯუმბერ მელაძე (73 კგ), არჩილ მამულაშვილი (90 კგ, სამივე გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა), ნიკა მარმალიძე (81 კგ. ძიუდოს კლუბი ,,გორიჯვარი") გახდნენ.
კვირის ამბები