საზოგადოება
10.07.2023 14:14
გორის მერიამ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www. HR. gov. ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელსაც აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილებს, კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
კვირის ამბები