1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა უნგრეთის ქალაქ კაპოსვარში 15 წლამდელებს შორის გამართული ევროპის ჩემპიონატი.
ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი თემურ თუთარაშვილი (41 კგ.) გახდა. სპორტსმენმა ოთხი შეხვედრა წარმატებით დაასრულა და ფინალური შეხვედრა დათმო. თუთარაშვილი ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობდა. იგი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია და მისი პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მას ანა გოდელაშვილი დაესაკუთრა. სპორტსმენმა 4 შეხვედრა ჩაატარა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მან რუმინელ მეტოქეს სძლია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გოდელაშვილი, რომლის მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა, გასულ წელსაც ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გარდა ამისა, ის არაერთი შეჯიბრების გამარჯვებული და პრიზიორია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება