ინგლისურის გამოცდის პირველი სესიაზე, გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 467 აბიტურიენტიდან ტესტზე 443 გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის - ინგლისურის გამოცდით გრძელდება. პირველი სესია უკვე დასრულდა. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 467 აბიტურიენტიდან ტესტზე სამუშაოდ 443 აპლიკანტი გამოცხადდა.
„დილის სესიაზე საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 24 გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და 460 აბიტურიენტს ველოდებით“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. უცხოურ ენაში - ინგლისურში გამოცდას აბიტურიენტები ხვალ, 11 ივლისსაც ჩააბარებენ.