გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ცენტრალური მაგისტრალიდან ზემო სობისამდე არსებულ 6 633 მეტრი სიგრძის გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„პროექტის ფარგლებში იგეგმება როგორც ასფალტის დაგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ასევ სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რაც ამ დრომდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობდა.
წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარის გამო გადაადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს. პროექტის ღირებულება 3 887 000 ლარია“, - აცხადებენ მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში