საზოგადოება
10.07.2023 11:56
გორის მუნიციპალიტეტის მერი ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ახალსოფელში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება. სასმელი წყლის ახალი სისტემების მონტაჟი სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან კობა ბერიანიძესთან და მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად მოინახულა.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შიდა ქსელის, ჭაბურღილის, სადაწნეო კოშკის, რეზერვუარის, საქლორატოროს მოწყობა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სოფელს სასმელი წყლის სისტემა აღნიშნულ სოფელს დღემდე არ ჰქონდა. ადგილობრივების ნაწილი ბუნებრივი წყაროებით, ნაწილი კი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდა, რაც დასალევად არ იყო ვარგისი.

ახალსოფლის სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად 819 750 ლარი გაიხარჯება
კვირის ამბები