შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პირველად ინოვაციური ბანაკი გაიხსნება.
კასპის ტექნოპარკის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფონდის ორგანიზებით, 15-19 წლამდე ასაკის მოზარდები, ცხელ ზაფხულს განსხვავებულ გარემოში გაატარებენ.
სამოტივაციო წერილის კონკურსის წესით შერჩეული 60 ახალგაზრდა ერთ ნაკადად გაემგზავრება ბაკურიანში და ორგანიზატორების ინფორმაციით, ბანაკში ყოფნისას მონაწილეები გაივლიან შემდეგ საკითხებს: შესავალი ტექნოლოგიებში და თანამედროვე პროფესიები ტექნოლოგიებში; სამეწარმეო (entrepreneurship) უნარები და აზროვნება; აზროვნების დიზაინი (Design Thinking); პროდუქტის ბრენდინგი, მომხმარებელთან კომუნიკაციის საფუძვლები; პროდუქტის ბაზარზე მორგება (product-market fit); პროდუქტის განვითარება და მართვა - პროტოტიპი და MVP; Arduino - შესაძლებლობები და რესურსები; Smart City და Smart Village ტექნოლოგიები - საგნების ინტერნეტი (IoT – Internet of Things), მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML), ღრმა დასწავლა (DL); Pitching, Pitch Deck მომზადება; შეხვედრები ტექნოლოგიურ სტარტაპებთან.
„არ გამოტოვოთ ეს გამოცდილება, ეს არის შანსი ისწავლოთ, ითანამშრომლოთ და თქვენი იდეები რეალობად აქციოთ!
მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის კონკურსის საფუძველზე: გორის მუნიციპალიტეტის სარეგისტრაციო მისამართია: shorturl. at/ jnFIR; კასპის - shorturl. at/ lQW05; ხაშურის - shorturl. at/ afxEL; ქარელის - shorturl. at/ jsM78“, - ნათქვამია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტს, გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსების პროგრამით, კომპანია ქლევერტონი ახორციელებს.