სპორტი
07.07.2023 12:42
გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში საზეიმოდ გაიხსნა

გორში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში საზეიმოდ გაიხსნა. ტურნირი წელს მეცამეტედ ტარდება.

საზეიმო ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ყაზახეთის დელეგაციის წევრები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდენ.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, უნგრეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოსული სპორტსმენებიც მონაწილეობენ. ისინი ერთმანეთს პირველობისთვის 13 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.

დღეს, 7 ივლისს, მერვედფინალური შეხვედრები გაიმართება, 8 ივლისს კი ნახევარფინალური ორთაბრძოლები ჩატარდება. რაც შეეხება ფინალურ პაექრობებს, გორის სპორტის სასახლე 9 ივლისს, 13:00 საათიდან უმასპინძლებს.
კვირის ამბები