საზოგადოება
06.07.2023 16:02
10 ივლისს გორში ლიტერატურული ტურნე ჩატარდება
10 ივლისს გორში ლიტერატურული ტურნე ჩატარდება. ღონისძიება წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ორგანიზებით გაიმართება. მოწვეული ავტორები - ნატო დავითაშვილი და მაია ბადრიძე, ტურნეს ფარგლებში, მკითხველს საავტორო წიგნებს წარუდგენენ და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებენ.

მცირეწლოვან სტუმრებს კი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ სხვადასხვა სიურპრიზს უმზადებს. პატარების განწყობაზე ანიმატორებიც იზრუნებენ.

ცნობისთვის, უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე 5 ივლისს დაიწყო. ღონისძიება საქართველოს 8 დიდ ქალაქს მოიცავს.
კვირის ამბები