გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში გორის მუნიციპალიტეტს 54 936 ვიზიტორი ეწვია.
წყაროს ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ივლისამდე მუნიციპალიტეტს 157 905 დამთვალირებელი სტუმრობდა, მათ შორის 116 158 უცხოელია.
„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, მუნიციპალიტეტს ტურისტული ობიექტების დასათვალიერებლად, იანვარში - 10 967, თებერვალში - 7 876, მარტში - 17 761, აპრილში - 26 016, მაისში - 40 349, ხოლო ივნისში - 54 936 ვიზიტორი და დამთვალიერებელი სტუმრობდა“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი