საზოგადოება
06.07.2023 13:05
შინდისის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2023 წლის  10 ივლისს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

 

კვირის ამბები