სპორტი
06.07.2023 13:05
გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებით, გორში შეხვედრა გაიმართა

გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებით, შეჯიბრების ორგანიზატორების, მასპინძლების და უცხოელი სტუმრების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას „რანჩო ვარიანმა“ უმასპინძლა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონი ყაზახი მოკრივე სერიკ საპიევი და საქართველოს კრივის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი ლაშა ხუცაიძე დაესწრენენ. შეკრებილებმა მოახლოებული ტურნირის გარდა, სამომავლოდ ქვეყნებს შორის სპორტული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების და სპორტის პოპულარიზაციის შესახებ ისაუბრეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა სატურნირო წილისყრაც.

ცნობისთვის, 6-9 ივლისს გორი ახალგაზრდებს შორის კრივში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, უნგრეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოსული სპორტსმენებიც იასპარეზებენ. ტურნირი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

კვირის ამბები