ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეიდან, საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთნენ. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში, დილის სესიაზე, გამოცდას 149 პედაგოგი აბარებს.
„ჩვენ საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული პედაგოგებიდან 26 არ გამოცხადდა. ამ დროისთვის, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე სესიას, საკუთარი კომპეტენციის დადასტურება 108 მასწავლებელს მოუხევს.
ხვალიდან კი, აუდიტორიები ისევ აბიტურიენებს დაეთმობათ, რომლებიც მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა.