გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო ხასიათის აქტივობები მიმდინარეობს. როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, ინიციატივა მიზნად ისახავს საბავშვო ბაღების აღმზრდელებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვას.
„აღნიშნული აქტივობის ფარგლებში აღმზრდელ-პედაგოგებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განმავითარებელი აქტივობების ჩატარებას მოიცავს.
საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე გორის II, IV, XV, XIX ბაღების აღმზრდელები არიან ჩართულები “, - აცხადებენ სააგენტოში.