საზოგადოება
05.07.2023 14:57
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პროექტების განსახორციელებლად მოქალაქეების წინადადებების მიღება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პროექტების განსახორციელებლად მოქალაქეების წინადადებების მიღება დაიწყო.

იდეის წარსადგენად მოქალაქეებმა სპეციალური სააპლიკაციო ფორმა shorturl. at/ DFZ14 უნდა შეავსონ. შევსებული ფორმა ელ-ფოსტაზე: samokalakobiujeti.gori@gmail.com უნდა გადააგზავნონ ან ამობეჭდილი სახით გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში წარადგინონ (გრიგოლ ფერაძის №5).

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი.

ცნობისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა გორის მუნიცპალიტეტში 2017 წლიდან ხორციელდება. პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 28 ზონად. აღნიშნულ ზონებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება.

კვირის ამბები