გორში მცხოვრები 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის სამაგიდო თამაში „მონოპოლია“ გაიმართება.
ახალგაზრდული განათლების ომბუდსმენი გორის მერიასთან და ახალგაზრდულ კაფე „SPACE“-თან პარტნიორობით, აქტივობას 6 ივლისს გამართავს.
„თუ გსურთ განივითაროთ კრიტიკული აზროვნების უნარი, მიიღოთ ცოდნა სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით და თან ამ პროცესში გაერთოთ კიდეც, შემოგვიერთდით. გელოდებით სიმონ პირველის ქუჩა №1 (გორის ციხის ასასვლელთან). გვეყოლება 5 ჯგუფი, თითო ჯგუფიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში