საზოგადოება
05.07.2023 13:00
გორის საგამოცდო ცენტრში დღევანდელ გამოცდაზე 20 აპლიკანტი არ გამოცხადდა

გორის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული 476 აბიტურიენტიდან 20 არ გამოცხადდა, - ამის შესახებ თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ განაცხადა. მისივე თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს ერთ სესიად ჩატარდება. დღევანდელ გამოცდაზე 476 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა 20 აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში არ გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაგვიანების შემთხვევები დღესაც არ გვქონია“,- აღნიშნა გვერდწითელმა.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.
კვირის ამბები