საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმრება 200 ლარამდე გაიზარდა.
ივლისიდან გაზრდილ დახმარებას, საქართველოს მასშტაბით, 233 000-მდე ბავშვი მიიღებს და აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს გადაწყვეტილებით გაფართოვდა სოციალური დახმარების პროგრამა და შედეგად სოციალურ გასაცემელს მეტი ბავშვი იღებს, ხოლო პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერება და ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში