საზოგადოება
10.02.2020 12:04
ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტებში ე.წ „საქმიანი ეზოები“ მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით  ცვლის. ახალი რეგულაცია სოციალური ჭრების ეტაპობრივად გაუქმებას, ხე-ტყის დამზადების ორგანიზებულად განხორციელებას, დახარისხებას და „საქმიან ეზოებში“დასაწყობებას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში ამბობენ, აღნიშნული ცვლილება,  მოსახლეობასა და კერძო სექტორს მათთვის სასურველ პერიოდში ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას გაუადვილებს, ასევე, შეამცირებს ტყეზე უარყოფით ზემოქმედებას და არსებითად შეამცირებს უკანონო ჭრების რისკებს.

ამ ეტაპზე, მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა (რაც სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს), სააგენტო, საკუთარი ძალებითა და კერძო სექტორის ჩართულობით,  ხე-ტყის ორგანიზებულად დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში აგრძელებს. „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები კი, ამჟამად 11 ობიექტზე მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 ობიექტი მოეწყობა.

 

კვირის ამბები