ფხვენისის საჯარო სკოლაში მომხდარი ქურდობისას წაღებულია 1 პორტაბელური კომპიუტერი, ე.წ. ბუკი და 6 პერსონალური კომპიუტერი. აღნიშნული კომპიუტერები სკოლას „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში გადაეცა და გათვალისწინებული იყო დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის.
„ფაქტია, პირმა, რომელმაც სკოლის შენობაში შეაღწია, იცოდა, რომ შენობის უკანა ნაწილში ვიდეო მონიტორინგი არ ხორციელდებოდა, სწორედ შენობის უკანა ფანჯრიდან არის გატანილი კომპიუტერები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იმედია, დადგინდება დამნაშავის ვინაობა“, - განაცხადა Gmnews-თან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.