კულტურა
04.07.2023 13:07
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სეზონის დახურვისთვის ემზადება
9 ივლისს, გორის თეატრში 178-ე შემოქმედებითი სეზონის დახურვისთვის ემზადებიან. რაც შეეხება ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს, „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, თეატრის მუზეუმში დაცული ესკიზების და ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

17:00 საათზე დაგეგმილია თოჯინური სპექტაკლის - „წითელქუდას“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი) ჩვენება, 19:00 საათზე კი ალბერ კამიუს „გაუგებრობა“ (რეჟისორი ნანუკა ხუსკივაძე) იქნება წარმოდგენილი.

„მიმდინარე სეზონი დატვირთული იყო აქტიური შემოქმედებითი პროცესებით, გვქონდა ათი სპექტაკლის პრემიერა, დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს ერთგულ მაყურებელს. შევხვდებით შემდეგ თეატრალურ სეზონზე“, - აღნიშნავენ თეატრში.
კვირის ამბები