საზოგადოება
04.07.2023 11:20
გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 476 აპლიკანტიდან გამოცდაზე 27 არ გამოცხადდა - თინათინ გვერდწითელი
ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. დღეს, 4 ივლისს, აბიტურიენტები საკუთარი ცოდნის დადასტურებას, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ცდილობენ. რაც შეეხება გორის საგამოცდო ცენტრს, ამ დროისთვის, 449 აპლიკანტი გადის გამოცდაზე.

„დღეს, ისევ ორი სესიაა ჩანიშნული. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 476 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 27 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გამოსაცდელთა მეორე ნაკადს ორი საათისთვის ველოდებით, რა დროსაც დარეგისტრირებულია 474 აბიტურიენტი. რაც შეეხება ხვალინდელ განრიგს, ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაა ჩანიშნული და მხოლოდ ერთი სესია გაიმართება“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.
კვირის ამბები