საზოგადოება
03.07.2023 14:06
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 113-ე შეხვედრა მიმდინარეობს
ოკუპირებული ტერიტირიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 113-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების უპირობო გათავისუფლება იქნება.

გარდა ამისა, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტს განიხილავენ.

„მთავარი აქცენტი გაკეთდება ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხზე. ასევე, განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს“, - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.
კვირის ამბები