გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი - „ეს საინტერესოა“ დასრულდა
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი - „ეს საინტერესოა“ დასრულდა.
პროექტის ფარგლებში 8-დან 12 წლამდე ასაკის 30 მოზარდი ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ აქტივობებში იყო ჩართული.
მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და საზოგადოების ცნობიერება. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს სამაგიდო და სადღესასწაულო თამაშებში, ვიქტორინებში, სენსომოტორულ აქტივობებში, ორიგამების მომზადების პროცესში და ა.შ. მოზარდებმა მიიღეს ასევე ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების საკითხების შესახებ.
„პროექტის მიზანი იყო ბავშვებს ესწავლათ გამოწვევებთან ბრძოლა და გამხდარიყვნენ მეტად დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები, მზრუნველები. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამას „ეს საინტერესოა“ „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ადრეული განათლების პროგრამის პედაგოგები უძღვებოდნენ.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის „განთლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა“, - აცხადებენ მერიაში