საზოგადოება
09.02.2020 23:57
,,კეთილი მანქანის" ფარგლებში, მიუსაფარ ცხოველთა პროექტი საქართველოში პირველ ტურნე-ექსპედიციას იწყებს

მიუსაფარ ცხოველთა პროექტი საქართველოში სლოგანით - ,,ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს", ,,კეთილი მანქანის" ფარგლებში, პირველ ტურნე-ექსპედიციას იწყებს.
ექსპედიციის ფარგლებში, დაპურდებიან და დაბინავდებიან მიუსაფარი ცხოველები 11 ქალაქში.
მარშრუტი ამგვარია: თბილისი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, სენაკი, ზუგდიდი.
,,მიუხედავად ამბიციური წამოწყებისა, არავის არაფრით არ ვავალდებულებ,
მაგრამ ვისაც ექნება სურვილი, გახდეს უდიდესი სიკეთის თანამონაწილე, შეუძლია მომმართოს და გახდეს წვლილის შემომტანი საკვებით, ან ტრანსპორტირების ხარჯებში!
აუცილებლად მიუთითეთ სახელი/გვარი და სიტყვა "ტურნე"
საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE25BG0000000161604591GEL
ტურნე-ექსპესიცია მოეწყობა 9-10 თებერვალს!
კეთილი მანქანა და მეგობრები მივუყვებით მთელ ქვეყანას!
ვაბინავებთ; ვაპურებთ; ვკურნავთ მიუსაფარ ცხოველებს!
ვასწავლით მოხალისე მსურველებს სახლების კეთებას!
ვეფერებით და ვბუნდებით შთაბეჭდილებებით“, - წერენ პროექტის ავტორები სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“.

8-9 თებარვალს, თბილისში, რუსთაველის მეტროსთან  აქცია-პერფორმანსი მოეწყო, სადაც საკვების და პრეპარატების სახით შემოწირულობა შეგროვდა. ასევე, გამოიფინა რეგიონებში მიუსაფარი ცხოველებისთვის წასაღები სახლების დეტალები და ყველა  სტუმრის მიერ მოიხატა.

 

კვირის ამბები