სპორტი
03.07.2023 11:56
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის თამაშების გუნდური შეჯიბრების გამარჯვებულია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პოლონეთში მიმდინარე ევროპის თამაშების გუნდური შეჯიბრების გამარჯვებულია.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გორელი ძიუდოისტები - ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და ეთერ ასკილაშვილი (70 კგ.) ირიცხებოდნენ. სპორტსმენებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს გუნდმა ხორვატიასა და თურქეთს, ერთნაირი ანგარიშით 4:1 მოუგო. რაც შეეხება ნახევარფინალს, ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას დაძაბულ ბრძოლაში 4:3 აჯობეს. ფინალში კი, გერმანიას სძლიეს და გუნდური გამარჯვებაც მოიპოვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში არიან გორელი მწვრთნელები - საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე და ძიუდოისტ მამაკაცთა ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველია.
კვირის ამბები