სპორტი
03.07.2023 11:38
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოგა ოთინაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ესპანეთის ქალაქ კომპოსტელაში ახალგაზრდებს შორის გამართული ევროპის ჩემპიონატი გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოგა ოთინაშვილმა ვერცხლის მედლით დაასრულა. სპორტსმენი 65 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ოთინაშვილმა რუმინელი, იტალიელი და სომეხი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, თუმცა, ფინალში უკრაინელ მეტოქესთან დამარცხდა.

ოთინაშვილი გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია და საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონი გახლავთ, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე - 2022 წელს 17 წლამდელებს შორის ევროპის ვერცხლის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გარდა ამისა, 2023 წელს 23 წლამდელებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოთინაშვილის გარდა, ჩემპიონატზე სხირელის სახელობის სკოლიდან კიდევ ორი სპორტსმენი, გიორგი რომელაშვილი (125 კგ.) და ზურა რომელაშვილი (92 კგ.) ასპარეზობდა, თუმცა, მათ შეჯიბრება მედლის გარეშე დაასრულეს.

 

კვირის ამბები