საზოგადოება
30.06.2023 17:34
გორის ცენტრში, შუქნიშანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ავტომობილი დაზიანდა

რამდენიმე წუთის წინ, გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ავტომობილი დაზიანდა.

ავტომანქანების შეჯახება შუქნიშანთან მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

კვირის ამბები