სპორტი
30.06.2023 11:55
ჭიათურაში გამართულ მემორიალურ ტურნირზე კრივში ვარიანელმა მოკრივეებმა 8 მედალი მოიპოვეს

ჭიათურაში გამართულ სპარტაკ ასანიძისა და თენგიზ ჯაოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციული მემორიალურ ტურნირზე კრივში, გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის აღზრდილებმა წარმატებით იასპარეზეს. სპორტსმენებმა შეჯიბრება 5 პირველი, 2 მეორე და 1 მესამე ადგილით დაასრულეს.

ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ხიზანიშვილი (40 კგ,), ზაზა მდინარიძე (42 კგ.), ლუკა ვარდუაშვილი (57 კგ.), ილია პაპუაშვილი (62 კგ.) და ლუკა ნაცვლიშვილი (63 კგ.) გახდა.

მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს შოთიკო თანდიაშვილი (44 კგ.) და აჩიკო გოგებაშვილი (47 კგ.) დაესაკუთრნენ.

42 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე თამაზ მურადაშვილი კი, ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.

ცნობისთვის, სპარტაკ ასანიძისა და თენგიზ ჯაოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული მემორიალური ტურნირი კრივში, 28-29 ივნისს ჩატარდა.

კვირის ამბები