სპორტი
09.02.2020 22:52
გორელმა მორაგბეებმა მეტოქე ანგარიშით - 76:0 გაანადგურეს
დღეს, რაგბის კლუბმა ,,გორი" სეზონი გამანადგურებელი ანგარიშით მოპოვებული გამარჯვებით განაახლა.
გორელებმა შინ თბილისის ,,წიქარა" დაამარცხეს 76:0.
ეს ამ გუნდის მეოთხე გამარჯვებაა განვლილ ექვს მატჩში. ახლა ,,გორი" მესამე ადგილზეა სატურნირო ცხრილში. მოპოვებული აქვს 20 ქულა, ბურთების სხვაობა კი - 224:92.
მომდევნო ტურში, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება გორის რაგბის სტადიონზე, გორული დერბის ყურება შეეძლება მაყურებელს. ერთმანეთს ,,გორი" და ,,გორდა" დაუპირისპირდებიან.
კვირის ამბები