სპორტი
29.06.2023 17:42
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ინტეგრირებულ ჩემპიონატებში გამარჯვებულ გორელ მონაწილეებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში გამართულ ინტეგრირებულ ჩემპიონატებში გამარჯვებულ გორელ მონაწილეებს და აღნიშნული პროექტის ორგანიზატორს - ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარეს ხატია გავაშელს შეხვდა.

პროექტის გორელმა მონაწილეებმა მშობლიურ ქალაქში 3 გარდამავალი თასი ჩამოიტანეს. მათ ორი თასი გუნდურ, ერთი კი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოიპოვეს.

გორელებმა გუნდური წარმატება აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატსა და ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატზე მოიპოვეს. რაც შეეხება იდიიდუალურ წარმატებას, გიორგი მოდებაძე მინი გოლფის ინტეგრირებული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სიგელები გადასცა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან წარმატებული თანამშრომლობისთვის მერმა ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარეს ხატია გავაშელს მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება სხვადასხვა აქტივობებით. პროექტს ტრადიციული ხასიათი აქვს. ის ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას. პროექტის მხარდამჭერი და სპონსორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები